საუნივერსიტეტო ინფრასტქურქტურის განვითარების სამსახური

საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის  განივთარების სამსახური საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური  უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უნივერსიტეტის შენობა–ნაგებობების და დანადგარების გეგმიური მოვლა და მომსახურება კაპიტალური სარემონტო და სამშენებლოს სამუშაოების/პროექტების დადგენილი წესით დაგეგმვა, ზედამხედველობა და ჩაბარება მცირე მოცულობის სარემონტო/მოვლა–შენახვის და კაპიტალური სამუშაოების წარმოება, სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის და წარმოების წესის თანახმად კონტრაქტორების […]

ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური

ლოგისტიკის და შრომის უსაფრხოების სამსახური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. უნივერსიტეტის ლოგისტიკის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებია: ა) ლოგისტიკური და მარაგების – საწყობის მართვის მხარდაჭერა ბ) საწყობში არსებული პროდუქციის შენახვა და აღრიცხვა გ) მარაგების მართვა, განახლება და კონტროლი დ) საწყობის ციფრული მართვის სისტემის განვითარება და დანერგვა ე) შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების დაცვის […]

მატერიალური რესურსების მართვის სამსახური

მატერიალური რესურსების მართვის სამსახური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. უზრუნველყოფს სასწავლო და სამეცნირო ინფრასტრუქტურის ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირებას, უნივერსიტეტის სივრცეების ტექნიკურ გამართულობას, მატერიალური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და მარაგების ეფექტურ გამოყენებას. მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია: მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და ინვენტარიზაცია უნივერსიტეტის დალაგება-დასუფთავებისა და ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა შენობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი კომუნალური მომსახურების […]

შესყიდვების სამსახური

შესყიდვების სამსახური არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროებების შესყიდვას საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/საჭიროებების შესაბამისად, დაფინანსების წყაროების მიხედვით, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და შესყიდვების […]

აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის მიზანი და ამოცანაა უნივერსიტეტში აკადემიური განათლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკადემიური, მოწვეული და კვლევითი პერსონალისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით; აკადემიური, მასწავლებელთა, მკვლევართა, ადმინისტრაციული პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში; ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის რეალიზებისთვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა […]

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით სტუდენტებთან კონსტრუქციული ურთიერთობა და წესრიგის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უნივერსიტეტის ყველა შენობა-ნაგებობის, მათში განთავსებული სასწავლო და არასასწავლო ინვენტარის, მატერიალური ფასეულობების დაცვა, მათი ლოკალიზაციის შესახებ ინფორმაციის ფლობა და დაცვის უზრუნველყოფა ვიდეოთვალით ინფორმაციის მიღება და ანალიზი […]

კანცელარია

კანცელარია – უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში შემოსული და გასული დოკუმენტაციის მართვა-რეგისტრაციას, ნომენკლატურულ დანაწილებას, მიმოქცევას, შენახვას და შესაბამისი ბაზების შექმნას. კანცელარიის ამოცანები ა) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმირებისა და მეთოდების სრულყოფა, საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზების, საინფორმაციო-საძიებო სისტემების,შესრულების კონტროლისა და ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვისზედამხედველობა, ქაღალდური დოკუმენტბრუნვის […]

აღრიცხვა ანგარიშგების სამსახური

აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურია, რომელიც წარმოადგენს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს. ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ფინანსური საქმიანობის მკაფიო და ორგანიზებულ ხედვას.  ასახავს და შეისწავლის სამეურნეო პროცესებს ურთიერთკავშირში და დროში უწყვეტად.  ახდენს ფინანსური ოპერაციების აღრიცხვას, შეჯამებასა და ანალიზს.  ამზადებს კვარტალურ/წლიურ ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშებს.   სამსახურის უფროსი: სოფიო გაჩეჩილაძე 

შემოსავლების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტი

შემოსავლების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტი ემსახურება სტუდენტებს სწავლის საფასურთან დაკავშიებულ საკითხებზე; აღრიცხავს სწავლის საფასურის შემოსავლებს. მონაწილეობს შემოსავლების დაგეგმვისა და კონტროლის პროცესებში. მონაწილეობს წლიური ფინანასური ანგარიშგების მომზადებაში.     დეპარტამენტის უფროსი: მაია რუაძე