ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახური

ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახური უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების მართვას, წარმართავს საბიუჯეტო პროცესს, ახორციელებს საბიუჯეტო მაჩვენებლების სისტემატურ ზედამხედველობას, ანალიზს და შესრულების მონიტორინგს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტი სამსახურის უფროსი: ეკატერინე გაფრინდაშვილი
ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციის და მართვის სამსახური

ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციისა და მართვის სამსახური ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციისა და მართვის სამსახური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე. სამსახურის მიზანია ადმინისტრაციული მმართველობის და მისი ეფექტურობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში არსებულ საკითხებზე კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური განხორციელება. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა ადმინისტრაციული პროცესების […]
სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახური

სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახური სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარს უჭერს უნივერსიტეტის აკადემიურ ერთეულებს, აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს ეროვნული (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყება) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოზიდვასა და განხორციელებაში, ასევე შიდასაუნივერსიტეტო კვლევითი გრანტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში. კვლევების კოორდინაციის სამსახური ცენტრალიზებული ერთეულია, რომელიც კვლევების მიმართულებით რექტორის […]
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მხარდაჭერა, სტუდენტთა ჩართულობის, პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მათ აქტიურ ჩართვას საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახის მხარდაჭერასა და შესაძლებლობებს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ასრულებს შემდეგ ფუნქციებსა და აქტივობებს: საუნივერსიტეტო გარემოში სტუდენტთა […]
პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი

პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ცენტრი, ფაკულტეტებთან და სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან თანამშრომლობით ახორციელებს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებულ და პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს და კურსებს. ამავდროულად, ცენტრი შეიმუშავებს და ახორციელებს კომერციულ სასწავლო პროგრამებს და კურსებს დაინტერესებული აუდიტორიისთვის. ცენტრის ხელმძღვანელი: ქეთევან […]
საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახური

საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის ამოცანაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მხარდაჭერა. კერძოდ, უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო პროგრამებისათვის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების მოზიდვა და მათი მხარდაჭერა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახური ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებსა და აქტივობებს: უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა; […]
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ამოცანაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მხარდაჭერა. კერძოდ, უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, სამსახური კოორდინირებას უწევს სწავლისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის აქტივობებს და ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სამსახურის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა […]
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები: უნივერსიტეტის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი პოპულარობის ხარისხის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება; უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა; უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიების პროექტების შემუშავება; სამსახურის ხელმძღვანელი: მაია დანელია
განვითარების სამსახური

განვითარების სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალსა ეხმარება უნივერსიტეტის ინსტიტუციური და კვლევითი განვითარებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიებაში. განვითარების სამსახური ცენტრალიზებული ერთეულია, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივსა და საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული ინიციატივების გავრცელებას. იგი განიხილება როგორც შუამავალი რგოლი დონორსა და უნივერსიტეტში გრანტების განმახორციელებელ გუნდს შორის. განვითარების სამსახური ეხმარება უნივერსიტეტის თანამშრომლებს როგორც გრანტის […]
რექტორის მოადგილე სწავლების დარგში

2021 წლიდან დღემდე გიორგი გვალია იკავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პოზიციას სწავლების დარგში. 2000–2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით. 2007 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. მისი პროფესიული […]