ბიბლიოთეკა

ილიაუნის ბიბლიოთეკა – სასწავლო კვლევითი სივრცე – ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა. ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემას, ელექტრონულ რესურსს და ა.შ. ბიბლიოთეკა ზრუნავს და პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად […]
კიბერლაბორატორია უნილაბი

ლაბორატორია „უნილაბი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია, თანამედროვე პროფესიებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. წარმოადგენს სტრატეგიულ რესურსს, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს იდეების გაციფრულებასა და თანამედროვე ციფრულ პროდუქტებად ქცევაში ეხმარება. ლაბორატორიის გუნდი უზრუნველყოფს ისეთი პროდუქტების შექმნას, როგორიცაა სრულფასოვანი ციფრული საკომუნიკაციო კამპანიები, ფუნქციური ვებგვერდები და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალები. ლაბორატორიამ უკვე შექმნა ციფრული პროდუქტები პროექტებისთვის, რომლებიც […]
აკადემიური საბჭო

ნინო დობორჯგინიძე – საბჭოს თავჯდოამრე წარმომადგენლობა ფაკულტეტებიდან: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლები გიგა ზედანია – პროფესორი დარეჯან (ჯანა) ჯავახიშვილი – პროფესორი სამართლის სკოლის წარმომადგენლები ქეთევან ერემაძე – პროფესორი დავით მაისურაძე – ასოცირებული პროფესორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის წარმომადგენლები ნუნუ მეტრეველი – პროფესორი დავით თარხნიშვილი – პროფესორი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ნინო პატარაია– პროფესორი მარინა (მარიკა) კაპანაძე – პროფესორი
იურიდიული სამსახური
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების (მათ შორის, მემორანდუმის) პროექტების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, შესაბამისობის უზრუნველყოფა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მომზადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, ვიზირება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებების განხილვა და […]
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური თანამედროვე უნივერსიტეტის ფუნქციონირების მთავარი საყრდენია. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მათი აქტიური ინტეგრაცია სასწავლო პროცესებში უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, ადაპტირდეს დინამიურ გარემოში და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა. ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაციური გადაწყვეტილებები არა მხოლოდ აუმჯობესებს უნივერსიტეტის ყოველდღიურ მუშაობას, არამედ ხსნის ახალ შესაძლებლობებს მისი განვითარებისთვის. ჩვენი სამსახურის მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ ტექნოლოგიური რესურსების სტაბილურობა, მათი ეფექტიანი გამოყენება და […]
ბეჭდვის დეპარტამენტი

ბეჭდვის დეპარტამენტი ბეჭდავს გამომცემლობის მიერ მომზადებულ წიგნებს, ჟურნალებს, კრებულებს, სახელმძღვანელოებს; უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე, ბეჭდავს სასწავლო მასალებს, კონფერენციების, სემინარებისა და საუნივერსიტეტო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ და სხვადასხვა პოლიგრაფიულ პროდუქციას. დეპარტამენტის უფროსი: მალხაზ მაისურაძე
რედაქციის განყოფილება

ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქციის განყოფილება უზრუნველყოფს საგამომცემლო პროცესის სარედაქციო ნაწილს. რედაქციის განყოფილება: კრეფს ტექსტს; არედაქტირებს ტექსტს სალიტერატურო ენის ნორმების შესაბამისად; ასწორებს მორფოლოგიურ, სინტაქსურ, სტილურ, ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომებს; საჭიროების შემთხვევაში ნათარგმნ ტექსტს ადარებს დედანს; აკეთებს კორექტურას; აწესრიგებს ტექსტს ილიას უნივერსიტეტის აკადემიური სტილის მოთხოვნების გათვალისწინებით; მომზადებული გამოცემის აკადემიური სტილის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს დიზაინისა და დაკაბადონების განყოფილებასთან. […]
დიზაინისა და დაკაბადონების განყოფილება

დიზაინისა და დაკაბადონების განყოფილება უზრუნველყოფს საგამომცემლო პროცესის მხატვრულ-ტექნიკური ნაწილს. დიზაინისა და დაკაბადონების განყოფილება: მუშაობს წიგნის დიზაინზე; ამუშავებს და ამზადებს ილუსტრაციებს; აკაბადონებს ტექსტს; ამზადებს გამოცემებს ბეჭდვითი დეპერტამენტის მოთხოვნების თუ ელექტრონული საგამომცემლო ტექნოლოგიების შესაბამისად; მომზადებული გამოცემის აკადემიური სტილის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს რედაქციის განყოფილებასთან; ბეჭდვითი ხარისხის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს ბეჭდვით დეპარტამენტთან. განყოფილების უფროსი: ქეთევან გოგავა
გამომცემლობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სამსახურია. გამომცემლობის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და კვლევითი პროცესების წარმართვას, რისთვისაც: გამოსცემს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების შედეგებს; გამოსცემს უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებს; თარგმნის და გამოსცემს ამა თუ იმ დარგის საუკეთესო უცხოურ სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ლიტერატურას; უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს სასწავლო მასალებით (რიდერებით, ტესტებით, კითხვარებით […]
საუნივერსიტეტო ბაზებისა და დამხმარე ობიექტების მართვის სამსახური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო ბაზებისა და დამხმარე ობიექტების სამსახურის მიზანია სტუდენტებისათვის, აკადემიური, ადმინისტრაციული და მოწვეული სტუმრებისათვის რეგიონულ კვლევით ბაზებში შექმნას სამეცნიერო კვლევებისათვის და დასვენებისათვის მშვიდი და კომფორტული გარემო, ხოლო კვების ობიექტების მიერ შეთავაზებულ იქნას ჯანმრთელი და […]