ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციური განვითარების ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აერთიანებს მეწარმეობის, ინოვაციების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების პრაქტიკულ განხორციელებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის კულტურის გაძლიერებას და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას. ცენტრი წარმოადგენს ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც სტუდენტებს, მკვლევრებსა და დამწყებ მეწარმეებს სთავაზობს რესურსებს, ცოდნასა და პრაქტიკულ […]

წიგნის სახლის “ლიგამუსი”

წიგნის სახლის “ლიგამუსი” ძირითადი ამონაცები და ფუნქციებია: წიგნის მაღაზიაში მკითხველს შეთავაზეოს წიგნების ფართო არჩევანი, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები, ასევე საბავშვო ლიტერატურა და სხვა პოპულარული და საინტერესო წიგნები ქართულ თუ უცხოურ ენებზე. ასევე სხვა რელევანტური პროდუქცია. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა წიგნის ფესტივალებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის პოპულარიზაციის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის ძირითად სამიზნე ჯგუფს სტუდენტები წარმოადგენენ, წიგნის მაღაზიის […]

საბიბლიოთეკო ფონდები

საბიბლიოთეკო ფონდების განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: საბიბლიოთეკო ფონდების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება. ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსის განვითარებისა და გამდიდრებისკოორდინირება, უნივერსიტეტის პროფილიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების განვითარების და კვლევითი საქმიანობის განხორციელების მხარდაჭერა. საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირება საბიბლიოთეკორესურსების შეძენის ძირითადი წესებისა და პროცედურების შესახებ. ინფორმაციის მოძიება ახალი რესურსის შესახებ. შესაბამისი სფეროთი/საკითხით დაინტერესებული უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოებისთვის […]

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილება

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების ამოცანები და ფუნქციები:  კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის თანამედროვე წესებისა და სტანდარტების ადაპტირება და დანერგვა. კლასიფიკაციის უნიფიცირება, ფონდების კლასიფიცირება საერთაშორისო სტანდარტის (დიუის ათწილადი კლასიფიკაციის) შესაბამისად. მარკ21-სა და RDA-ს სტანდარტის ძირითადი პრინციპების დამუშავება- ადაპტირება და დანერგვა. საინფორმაციო რესურსების სწრაფი და ხარისხიანი კატალოგიზირება ღია წვდომის ელექტრონულ კატალოგში. რაელექტრონული სახით არსებული საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაცია და ძველი […]

მომსახურების განყოფილება

მომსახურების განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ბიბლიოთეკის ეფექტური და მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბიბლიოთეკის სივრცეებისა და რესურსების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გამოყენების უზრუნველყოფა; სამკითხველო დარბაზების, საცავების, ასლის გადაღების პუნქტების, კომპიუტერული რესურსცენტრებისა და წიგნის რესტავრაციის სივრცის კოორდინაცია და მართვა; საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება და გაუმჯობესება; პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება   განყოფილების ხელმძღვანელი: ქეთევან […]

ტექნოლოგიების განყოფილება

ტექნოლოგიების განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ელექტრონული ბიბლიოთეკის განვითარება; ელექტრონული რესურსების განვითარება (მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო მასალის დამზადება); დიგიტალიზაციის პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი; სასწავლო ელექტრონული „რიდერების“ შექმნა და განვითარება; ინსტიტუციური საცავის Eprints მართვა და ადმინისტრირება; ციფრული ბიბლიოთეკის თანამედროვე ტენდენციების დანერგვა; ბიბლიოთეკის ვებ გვერდის პოპულარიზაცია, განვითარება და ადმინისტრირება; ფაკულტეტებთან/სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა საფეხურის […]

წარმომადგენლობითი საბჭო

გიორგი ნოდია – წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლები მაია თევზაძე– პროფესორი გიორგი ნოდია – პროფესორი რეზო მარსაგიშვილი – პროფესორი ემზარ ჯგერენაია – პროფესორი ირინა ლობჟანიძე – პროფესორი ჯემალ ავაზნელი – სტუდენტი ოთარ ჯინჭარაძე – სტუდენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი გიორგი ჯავახიშვილი – ასოცირებული პროფესორი ეკა ლეფსვერიძე – პროფესორი ნათია კოპალიანი  – პროფესორი სოფიო ბალხამიშვილი – სტუდენტი მარიკა ჩიკვილაძე – სტუდენტი სამართლის სკოლის წარმომადგენლები გიორგი მელაძე – ასოცირებული პროფესორი ზაზა მეიშვილი  – პროფესორი ანა ჩიქოვანი – […]

რექტორის აპარატი

რექტორის აპარატი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება რექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ძირითადი ფუნქციები: ხელი შეუწყოს რექტორს უფლებამოსილების განხორციელებაში; უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა რექტორსა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო/კვლევითსა და ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულებს შორის; უზრუნველყოს საქმიანი კორესპონდენციის მართვა; უზრუნველყოს რექტორის ინიციატივების ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა/განხორციელება; შეასრულოს რექტორის მიმდინარე დავალებები და სხვა ფუნქციები კომპეტენციის ფარგლებში. […]

შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანა და ფუნქციებია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის საექსპერტო რჩევებისა და რეკომენდაციების გაწევა უნივერსიტეტის ფუნქციონირების, საფინანსო-საბიუჯეტო სახსრებისა და პერსონალის მართვის ეფექტიანობის ამაღლების, აგრეთვე, შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფილად შესრულების თაობაზე. ძირითადი ამოცანის ფარგლებში, სამსახური  წარმართავს თავის საქმიანობას უნივერსიტეტის მმართველობითი პროცესისა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირების შესაძლო ხარვეზების გამოსავლენად; მათი პრევენციის მიზნით, წარუდგენს წინადადებებს […]

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის ამოცანებია:  ა) უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა; ბ) უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებთან (ავტორიზაცია და აკრედიტაცია) დაკავშირებული პროცესების ორგანიზება ან/და კოორდინირება; გ) უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს […]