ილიაუნის ბიბლიოთეკა – სასწავლო კვლევითი სივრცე – ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა. ბიბლიოთეკისმრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემას, ელექტრონულ რესურსს და ა.შ. ბიბლიოთეკა ზრუნავს და პასუხს აგებსარსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისებისშეთავაზების გზით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს.
ილიაუნის ბიბლიოთეკა მდიდარია ელექტრონული რესურსების კოლექციით. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთმსოფლიოში ცნობილ აკადემიურ ბაზებს, ასევე – ინდექსებისა და აბსტრაქტების ბაზებს, ელექტრონულბიბლიოთეკებსა და სხვა აკადემიურ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც უზრუნველვყოფთ მაღალი დონისკვლევის ჩატარებას და ხარისხიანი სწავლების განხორციელებას.
ბიბლიოთეკის ჩაშლა ამ დეტალების მიხედვით. – ეს უნდ აიყოს ბიბლიოტეის ქვევით ჩაშლები
ბიბლიოთეკას ექვემდებარება შემდეგი განყოფილებები: ტექნოლოგიების განყოფილება, მომსახურების განყოფილება, კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილება, საბიბლიოთეკო ფონდების განყოფილება, წიგნის სახლის “ლიგამუსი”.
ტექნოლოგიების განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
ხელმძღვანელი ლალი კახიძე
- ელექტრონული ბიბლიოთეკის განვითარება;
- ელექტრონული რესურსების განვითარება (მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო მასალის დამზადება);
- დიგიტალიზაციის პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
- სასწავლო ელექტრონული „რიდერების“ შექმნა და განვითარება;
- ინსტიტუციური საცავის Eprints მართვა და ადმინისტრირება;
- ციფრული ბიბლიოთეკის თანამედროვე ტენდენციების დანერგვა;
- ბიბლიოთეკის ვებ გვერდის პოპულარიზაცია, განვითარება და ადმინისტრირება;
- ფაკულტეტებთან/სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა საფეხურის პროგრამებისთვის სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
- სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის ვიზიტებში მონაწილეობა;
- ბიბლიოთეკის პროექტებში მონაწილეობა;
- ბიბლიოთეკსი პერსონალისა და საუნივერისტეტის საზოგადოებისატვის ტრენინგების ჩატარება.
მომსახურების განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
ხელმძღვანელი – ქეტევან ბურჯანაძე
- მომსაგანყოფილების საქმიანობა უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ეფექტურ დამომხმარებელზე ორიენტირებულ ფუნქციონირებას.
- ბიბლიოთეკის სივრცეებისა და რესურსების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გამოყენებისუზრუნველყოფა
- სამკითხველო დარბაზებსა და საცავებს, ასლის გადაღების ობიექტებს, კომპიუტერულ რესურსცენტრებს და წიგნისრესტავრაციის სივრცის კოორდინაცია და მართვა
- საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება
- დასაქმებული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება;
კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
ხელმძღვანელი თამარ ონოფრიენკო
- კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის თანამედროვე წესებისა და სტანდარტების ადაპტირება და დანერგვა.
- კლასიფიკაციის უნიფიცირება, ფონდების კლასიფიცირება საერთაშორისო სტანდარტის (დიუის ათწილადი კლასიფიკაციის) შესაბამისად.
- მარკ21-სა და RDA-ს სტანდარტის ძირითადი პრინციპების დამუშავება-ადაპტირება და დანერგვა.
- საინფორმაციო რესურსების სწრაფი და ხარისხიანი კატალოგიზირება ღია წვდომის ელექტრონულ კატალოგში.
- ელექტრონული სახით არსებული საინვენტარო ჟურნალების დიგიტალიზაცია და ძველი ფონდების რეინვენტარიზაცია ელექტრონულ კატალოგში საჭირო და მოთხოვნადი საინფორმაციო რესურსების ასახვის მიზნით.
საბიბლიოთეკო ფონდების განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- საბიბლიოთეკო ფონდების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება.
- ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსის განვითარებისა და გამდიდრების კოორდინირება, უნივერსიტეტის პროფილიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
- უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების განვითარების და კვლევითი საქმიანობის განხორციელების მხარდაჭერა.
- საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირება საბიბლიოთეკო რესურსების შეძენის ძირითადი წესებისა და პროცედურების შესახებ.
- ინფორმაციის მოძიება ახალი რესურსის შესახებ.
- შესაბამისი სფეროთი/საკითხით დაინტერესებული უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოებისთვის ინფორმაციის შერჩევა, დახარისხება და მიწოდება.
- უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირება ბიბლიოთეკაში არსებული ახალი რესურსების შესახებ.
წიგნის სახლის “ლიგამუსი” ძირითადი ამონაცები და ფუნქციებია:
ხელმძღვანელი ნინო რჩეულიშვილი
- წიგნის მაღაზიაში მკითხველს შეთავაზეოს წიგნების ფართო არჩევანი, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები, ასევე საბავშვო ლიტერატურა და სხვა პოპულარული და საინტერესო წიგნები ქართულ თუ უცხოურ ენებზე. ასევე სხვა რელევანტური პროდუქცია.
- მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა წიგნის ფესტივალებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის პოპულარიზაციის მიზნით.
- გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის ძირითად სამიზნე ჯგუფს სტუდენტები წარმოადგენენ, წიგნის მაღაზიისამოცანაა, რაც შეიძლება მისაღებ ფასად შესთავაზოს პროდუქცია მომხმარებელს.
დეტალური ინფორმაცია ელექტრონული რესურსების შესახებ იხილეთ აქ.
ილიაუნის ბიბლიოთეკა მომხმარებელს ემსახურება 8 სამკითხველო და 2 კომპიუტერული დარბაზით.
დეტალური ინფორმაცია ბიბლიოთეკის შესახებ იხილეთ აქ
ბიბლიოთეკის დირექტორი – თეონა ყაველაშვილი
- ბიბლიოთეკის დებულება
საკონტაქტო ინფორმაცია
☏ (+995 32) 222 00 09 (116)
✉ library@iliauni.edu.ge
დაგვიმეგობრდი ფეისბუქზე
➳ www.library.iliauni.edu.ge