სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარს უჭერს უნივერსიტეტის აკადემიურ ერთეულებს, აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს ეროვნული (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყება) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოზიდვასა და განხორციელებაში, ასევე შიდასაუნივერსიტეტო კვლევითი გრანტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში. კვლევების კოორდინაციის სამსახური ცენტრალიზებული ერთეულია, რომელიც კვლევების მიმართულებით რექტორის მოადგილის დაქვემდებარებაშია.
ფუნქცია მოვალეობები
სტრატეგიული დაგეგმვა: სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავება, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების ანალიტიკა და ინფორმაციის განთავსება, SWOT ანალიზი და პოზიციონირება;
პარტნიორებთან თანამშრომლობა: საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, არაკომერციულ, ინდუსტრიულ და სამეცნიერო ფონდებთან ურთიერთობის დამყარება და კონსორციუმის შექმნაში დახმარება;
ინფორმაციის გაზიარება: საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
პროექტის კოორდინაცია: პროექტის ხელმძღვანელის (Principal Investigator) და პროექტის ჯგუფის მხარდაჭერა პროექტის მართვაში, ასევე საგრანტო წინადადებების შემუშავების პროცესში;
ინფორმაციის შეგროვება/რედაქტირება: ინსტიტუციური მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება და საჭიროებისამებრ მათი გაზიარება;
განხილვა და რედაქტირება: საგრანტო წინადადების, შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიმოხილვა და რედაქტირება, საჭიროების შემთხვევაში საგრანტო განაცხადსა და ბიუჯეტში შესწორებების შეტანა.
ოთახი – F 202
საკონტაქტო – research.office@iliauni.edu.ge
სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი: ანა ხუნდაძე
სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი: ხატია ნებულიშვილი
khatia.nebulishvili@iliauni.edu.ge
სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის მოწვეული სპეციალისტი: თამარ გამყრელიძე